პლატფორმა მუშაობს Affiliate გაყიდვების პრინციპით. Affiliate მიდგომა გაყიდვების პროცესის დეცენტრალიზაციას გულისხმობს. მისი მეშვეობით აქტივის რეალიზაციაზე მუშაობს სხვადასხვა გამოცდილების და უნარების მქონე ასეულობით ადამიანი. ჩვენ ვპოულობთ ამ ადამიანებს, ვარეგისტრირებთ მათ Leadin-ის სისტემაში, რის შემდეგაც მათ ენიჭებათ ბროკერის სტატუსი.
ბროკერების მიზანია სწრაფად მოიძიონ ბინის მყიდველები და დააკავშირონ ისინი დეველოპერულ კომპანიას. შესაბამისად, დეველოპერული კომპანიის შეთავაზება ყველაზე მიუწვდომელ მყიდველთა ჯგუფებშიც კი აღწევს.
მათ ზუსტად იციან კლიენტების ფინანსური მდგომარეობა და სურვილები. შეუძლიათ ყველაზე მიზანმიმართულად გააკეთონ შეთავაზებები.
საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ viber-ის, whatsapp-ის, facebook-ის და სხვა პლატფორმების დახურულ ჯგუფებს იყენებენ. Leadin-ის პარტნიორი დეველოპერული კომპანიების შეთავაზებები სწორედ ამ ჯგუფებში ხვდება.
მათ პირდაპირი კავშირი აქვთ მყიდველებთან და ზუსტად იციან სად უნდა ეძებონ მყიდველები. Leadin-ის პლატფორმა მათთვის დამატებითი კომფორტია დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობისთვის.
თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ეძებს ბინას საქართველოში, მისთვის შეთავაზების ყველაზე ეფექტურად და მოკლე დროში გაკეთება მისივე ეროვნების ბროკერს შეუძლია.
ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობები მუდმივად ფართოვდება. ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს შეუძლიათ მიწვდნენ ბინის მყიდველებს ინოვაციური მეთოდებით და შესთავაზონ მათ თქვენი უძრავი ქონება.
Leadin-ის მეშვეობით მიღებული მყიდველები ერთიან ბაზაში იყრის თავს.
შედეგად, თქვენ თავიდან აირიდებთ ყველანაირ გაურკვევლობას და ზუსტად გეცოდინებათ როდის მიიღეთ მყიდველის მონაცემები.
ასევე, ბაზიდან შესაძლებელია მყიდველებთან მოლაპარაკების სტატუსის მონიტორინგი და მართვა.